08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საფრანგეთში მიმდინარე გაფიცვას ბირთვული რეაქტორების თანამშრომლებიც უერთდებიან

საფრანგეთში მიმდინარე გაფიცვას ბირთვული რეაქტორების თანამშრომლებიც უერთდებიან. ქვეყნის 19-დან 16 სადგურის პერსონალმა სადაო შრომის კანონის გასაპროტესტებლად სოლიდარობა გამოუცხადა სხვადასხვა კომპანიების პროფკავშირებს და ერთი დღით გაფიცვა გამოაცხადა.

ბოლო რამდენიმე დღეა საფრანგეთში ნავთობკომპანიების თანამშრომელთა აქციები მიმდინარეობს, რამაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი შეზღუდული რაოდენობით იყიდება.

დღის ამბები