08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრა ანაჰეიმში არეულობით დასრულდა

ნიუ მექსიკოს შემდეგ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრა კალიფორნიის ქალაქ ანაჰეიმშიც არეულობით დასრულდა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მოწინააღმდეგეები იმ ცენტრთან შეიკრიბნენ, სადაც ტრამპი სიტყვით გამოდიოდა.

მომიტინგეები მილიარდერი ბიზნესმენის მიერ მიგრანტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ, თუმცა მათ პოლიციამ შენობასთან მიახლოვების უფლება არ მისცა.

არეულობის დროს სამართალდამცველებმა აქციის 8 მონაწილე დააკავეს.

დღის ამბები