08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
იაპონიაში დიდი შვიდეული შეხვედრას უკვე მესამე წელია, რუსეთის გარეშე მართავს

იაპონიაში დიდი შვიდეული რუსეთის გარეშე რიგით მესამე შეხვედრას მართავს. ორდღიანი სამიტი ქალაქ ისეში მიმდინარეობს.

სამიტის პირველი დღე ლიდერებმა მიგრანტების კრიზისის, ტერორიზმისა და უკრაინის თემაზე საუბარს დაუთმეს. უკვე მესამე წელია, შეხვედრა რუსეთის მონაწილეობის გარეშე იმართება. უკრაინის კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს.

ლიდერებმა მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიგრანტების კრიზისი და ტერორიზმის საკითხი განიხილეს. უკვე შეთანხმებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გაძლიერებას ითვალისწინებს.

დიდი შვიდეულის სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. გამოსვლებისთვის ემზადებიან ქალაქი ჰიროსიმაშიც, სადაც ხვალ ბარაკ ობამას ელოდებიან.

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

 

დღის ამბები