08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ნადია სავჩენკო უახლოეს დღეებში პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს

სამშობლოში დაბრუნებული ნადია სავჩენკო უახლოეს დღეებში პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინელი მფრინავი აპირებს, რადაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში შევიდეს.

ის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად პარტია ბატკივშჩინას სიით 2014 წლის ნოემბრიდან ირიცხება. პეტრე პოროშენკოსთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ნადია სავჩენკო ფრაქციის წევრებსაც შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიციაც გამოქვეყნდა, რომელშიც პოროშენკოს სავჩენკოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები