08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
პატიმრობიდან გათავისუფლებული ნადია სავჩენკო მზადაა, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს

კიევში ცოტა ხნის წინ დასრულდა პატიმრობიდან გათავისუფლებული ნადია სავჩენკოს პრესკონფერენცია.

უკრაინელმა მფრინავმა ილაპარაკა თავის გეგმებზე, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების გზებზე და განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას.

ის აცხადებს, რომ მზადაა, ქვეყნის პრეზიდენტიც გახდეს, თუ ამას უკრაინელი ხალხი მოისურვებს.

ნადია სავჩენკო საერთაშორისო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებზე იმუშავებს. 

დღის ამბები