08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
პუტინი რუმინეთს და პოლონეთს რაკეტების დამიზნებით ემუქრება

ვლადიმერ პუტინი რუმინეთს და პოლონეთს რაკეტების დამიზნებით ემუქრება.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ათენში საბერძნეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ საბერძნეტში ვიზიტის დროს დაუსვეს.

პუტინი ამბობს, რომ მოსკოვს უკვე შემუშავებული აქვს საპასუხო ნაბიჯები და როგორც კი მის საზღვრებთან ანტისარაკეტო სისტემა გაჩნდება, რუსეთი ზომებს მიიღებს.

"რუმინეთი მიზანში იქნება ამოღებული ისევე, როგორც პოლონეთი," - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მან ასევე ყირიმის ანექსიაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ უკრაინის შემადგენლობაში ყირიმი არასდროს დაბრუნდება. მისი თქმით, საკითხი დახურილია და რუსეთი ამ საკითხზე საუბარს არავისთან აპირებს, რადგან ეს ისტორიული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება.

დღის ამბები