08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
თურქეთი ვაშინგტონს ორპირობაში ადანაშაულებს

თურქეთი ვაშინგტონს ორპირობაში ადანაშაულებს. მიზეზი სირიაში მყოფი ამერიკელი სამხედროები გახდნენ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ქურთი მებრძოლების გაწვრთნის მისიით გაიგზავნენ.

მედიაში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ამერიკელ ჯარისკაცებს ფორმაზე ქურთი მებრძოლების ქვედანაყოფის ემბლემები აქვთ დამაგრებული. 

ოფიციალური ანკარაში აცხადებენ, რომ ეს ქვედანაყოფი ქურთთა მუშათა პარტიის ფრთაა და ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, მოკავშირე ძალების ამ ქმედებას "დაუშვებელი" უწოდა და ვაშინგტონს ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. 

დღის ამბები