08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ბრაზილიაში მოზარდის ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს იძიებენ

ბრაზილიელი სამართალდამცველები მოზარდის ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს იძიებენ. ძალადობის მსხვერპლი 16 წლის გოგო გახდა. დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა კი მოძალადეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

პოლიციის განცხადებით, ძალადობის ფაქტი რიო დე ჟანეიროში მოხდა და მასში 30-მდე პირი მონაწილეობდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოაცხადეს, მათ შორის ძებნაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მეგობარი ბიჭი.

სოციალური ქსელში ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებისთანავე ბრაზილია საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. მასშტაბური აქციები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იმართება.

დღის ამბები