08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და მდინარე გუდძონში ჩავარდა. ინცინდენტი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ხიდიდან სამ კილომეტრში მოხდა. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავს მართავდა.

მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. ის საჰარო ძალების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც ამ მოდელის თვითმფრინავის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მდინარე გუძონზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები