08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ნადია სავჩენკომ შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს

ნადია სავჩენკო 2014 წლის ივნისში დონბასის კონფლიქტის დროს რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მფრინავი კატეგორიულად უარყოფდა და საკუთარ თავს "მძევალს" უწოდებდა.

ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ რუსეთს არაერთხელ მოუწოდეს მსოფლიო ლიდერებმა. უკრაინელი პილოტის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრების დროს მოსთხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. იგივე მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების მიმართ ჰქონდათ უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიისა ლიდერებს.  

სავჩენკოს მხარდასაჭერი რეზოლუცია შეიმუშავეს ქართველმა პარლამენტარებმაც. მათ პუტინს მფრინავის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

სავჩენკოს მხარდამჭერების დაკავებით დასრულდა აქცია მოსკოვში.

ნადია სავჩენკო სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის კიევში პრეზიდენტ პოროშენკოს თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. სავჩენკო უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებში, ალექსანდროვსა და ეროფეევში, გაცვალეს.

უკრაინაში დაბრუნებული ყოფილი პატიმარი აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას და მზადაა, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს, თუ ეს უკრაინელი ხალხის ნება იქნება. 

ახლა უკვე როგორც დეპუტატი, მომდევნო კვირიდან რადას სხდომებზე დასწრებას გეგმავს.

 

 

დღის ამბები