08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
გერმანელ დეპუტატს თავს დასხნენ - მიგრანტების მხარდამჭერმა სარა ვაგენ-კნეხტს თავი ნამცხვარში ჩააყოფინა

გერმანელი დეპუტატი აქტივისტის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინცინდენტი მემარცხენეთა პარტიის ყრილობაზე მოხდა. სარა ვაგენ-კნეხტს მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და სახე ნამცხვარში ჩააყოფინა.

ამით აქტივისტმა პროტესტი გამოთქვა იმ პოზიციის გამო, რომელიც დეპუტატს მიგრანტებთან დაკავშირებით აქვს.

მემარცხენე პარტიის ლიდერი გერმანიაში არალეგალების ნაკადის შემცირების მიზნით შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს.

მიგრანტების მხარდამჭერები ამ ინიციატივას "ნაცისტურს" უწოდებენ.

აქტივისტი დაცვის სამსახურმა დააკავა და დარბაზიდან გაიყვანა.

დღის ამბები