08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
იტალიელმა მაშველებმა 4000-მდე არალეგალი გადაარჩინეს

იტალიელმა მაშველებმა 4000-მდე არალეგალი გადაარჩინეს. სანაპირო დაცვის სამსახურმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ხმელთა შუა ზღვაში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა. ყველა გადარჩენილი იტალიის დევნილთა ბანაკებში გადაჰყავთ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად ახლო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან დევნილთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ერთი კვირის განმავლობაში ხმელთაშუაზღვაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად 13 ათასი ადამიანია გადარჩენილი. ასზე მეტი კი ნავების ამოყირავების შედეგად ზღვაში დაიხრჩო.

დღის ამბები