08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
პარიზში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

11 ადამიანი დაშავდა პარიზში მეხის ჩამოვარდნის შედეგად. ინცინდენტი ერთერთ პარკში მოხდა, სადაც ათობით ადამიანი დაბადების დღეს აღნიშნავდა. დაშავებულთა შორის ათი ბავშვია.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა გერმანიაშიც. მეხი საფეხბურთო მოედანს დაეცა, სადაც საბავშვო გუნდების თამაში მიმდინარეობდა. შედეგად 35 ბავშვი და მათი მსაჯი დაშავდა.

პოლინეთის სამხრეთში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეხი ალპინისტთა ბანაკთან ახლოს ჩამოვარდა. შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა სამი კი დაშავდა.

დღის ამბები