08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ინდოეთში გიგანტი ბავშვი დაიბადა - გოგონა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება

ინდოეთში გიგანტი ბავშვი დაიბადა. 19 წლის ქალმა გოგო გააჩინა, რომლის წონაც 6 კილოგრამი და 800 გრამია.

ექიმები აცხადებენ, რომ ახალშობილის წონა რეკორდულია და ის ყველაზე მძიმე ახალშობილი გოგონას სახელით რეკორდების წიგნში მოხვდება.

აქამდე ამ სტატუსს 2014 წელს შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვი ინარჩუნებდა, რომლის წონაც დაბადებისას 6 კილოგრამი და 500 გრამი იყო.

დღის ამბები