08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
აშშ-ში კალათბურთელი მოკლეს

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ნიუ ორლეან პელიკანის 23 წლის მცველი, ბრაის დეჟან-ჯონსი, დალასში ცეცხლასროლი იარაღით მოკლეს.

ცნობას ამერიკის ყველა წამყანი გამოცემა ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კალათბურთელი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სახლის მეპატრონემ კი მას ცეცხლი გაუხსნა.

დეჟან-ჯონსი მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

NBA-ს მიმდინარე სეზონში დეჟან-ჯონსმა პელიკანის შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 7 ქულას აგროვებდა.

დღის ამბები