08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
კალიფორნიაში ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მომხრეები და მოწინააღმდეგები ერთმანეთს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან -დიეგოში დაუპირისპირდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის ათასობით მოწინააღმდეგემ მშვიდობიანი აქცია მექსიკის საზღვართან ახლოს გამართა. აქციაზე კი ტრამპის მომხრეები მივიდნენ. მათ შორის ჯერ კამათი გაიმართა, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 35 მონაწილე დააკავეს. 

დღის ამბები