08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ინტერპოლმა ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა.

საუბარია 29 წლის რუსლან მახუდინოვზე, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში საქმე მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა აღძრული.

სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის საქმეში პროკურატურას 6 ბრალდებული ჰყავს. ო

ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.

დღის ამბები