08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
კიევის ოლქში მოხუცთა თავშესაფარი დაიწვა - 17 ადამიანი დაიღუპა

კიევის ოლქში მოხუცებულთა თავშესაფარი დაიწვა. ხანძრის შედეგად, ბოლო ინფრომაციით 17 ადამიანია დაღუპული.

მაშველების ინფრომაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 35 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ნაწილმა თავის დაღწევა ვერ შეძლო და დაიღუპა. 18  დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

მომხდარის მიზეზებზე პოლიცია არ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა, ტელევიზორის აფეთქების შედეგად დაწყებულიყო. ასევე ცნობილია, რომ მოხუცთა თავშესაფარი ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა.

სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული.

დღის ამბები