08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ირანის პარლამენტის სპიკერი კონსერვატორების ლიდერი, ალი ლარიჯანი, გახდა

ირანის ახლადარჩეულმა პარლამენტმა სპიკერად ალი ლარიჯანი დაასახელა. საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომაზე არჩევნების შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა.

კონსერვატორების ლიდერს, რომელიც წლების განმავლობაში ირანის ბირთვული პროგრამის ექვსმხრივი მოლაპარაკებების მონაწილე იყო, 173-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის პარტიის კანდიდატმა კი მხოლოდ 103 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

გადამწყვეტი როლი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ითამაშეს, რადგან არჩევნების შედეგებით აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში ვერც რეფორმისტებმა და ვერც კონსერვატორებმა მოიპოვეს.

ალი ლარიჯანიმ პარლამენტს სიტყვით მიმარტა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ირანის საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის როლის გაზრდა იქნება.

დღის ამბები