08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გახდა

თურქეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  Reuters ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ 315 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 138 წევრი აღმოჩნდა. პარლამენტმა მთავრობის სამოქმედო პროგრამაც მოიწონა. 

ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელია. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერად აირჩიეს. 

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან აჰმეთ დავითოღლუ  ცოტა ხნის წინ პრეზიდენტთან დაპირისპირების გამო გადადგა.   

 

 

დღის ამბები