08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
პუტინის ტყვეობაში გატარებული 700 დღე - სავჩენკოს ექსკულუზიური ინტერვიუ P.S-ს 

ვლადიმერ პუტინის ტყვეოაბში გატარებული 700 დღის შემდეგ უკრაინელი მფრინავი უკრაინისთვის ახალ ბრძოლას იწყებს, ამჯერად უკვე სამშობლოში.

ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, სპეციალურად P.S-თვის კიევში რუსთვი2-ის ჟურნალისტს, თამარ ნუცუბიძეს შეხვდა. ინტერვიუს დროდადრო ხალხი აწყვეტინებდა. უკრაინელი გმირის გაცნობა ყველას პირადად სურდა.

ემოციები მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილია, მისი სიტყვები ემოციებს იწვევს სხვებში და სხვისი სიტყვები ემოციებით ავსებს მას. კიევში დაბრუნების შემდეგ მისი მიმართვა უკრანელებისთვის ახალი ბრძოლის დასაწყებად მუხტისმიმცემი აღმოჩნდა.

სავჩენკო რუსთავი2-ის  მაყურებელს  მოსკოვის ციხეში გატარებულ დღეებზე და იმ ემოციებზე უყვება, რომელიც გისოსებს მიღმა ჰქონდა. პირველი, რაც გაახსენდა, თბილისში, რუსეთის საელჩოსთან გამართული ქართველების სოლიდარობის აქცია და სუხიშვილების მიერ სავჩენკოს მხარდასაჭერად შესრულებული ხორუმი იყო.

ორი წელი მოსკოვის ციხეში 33 წლის სამხედრო მფრინავისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. დღეს P.S-ის კამერასთან იმ დღეს იხსენებს, როდესაც პრორუსმა სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს. ყვება, რომ მაშინ არჩევანი ადამიანის სიცოცხლესა და საკუთარ თავისუფლებას შორის გააკეთა.

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავრჩენკო მშივოდბისათვის იბრძოდა უკრაინაში და იბრძოდა ერაყში. ამბობს, რომ ჯარი მისი ცხოვრებაა, სადაც შემთხვევით მოხვდა და, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა.

მისი სურვილია, თავად შეხვდეს იმ მოცეკვავეებს, რომლებმაც მის მხარდასაჭერად რუსეთის საელჩოსთან იცეკვეს. სავჩენკოს სუხიშვილები უკვე ელოდებიან. სანამ თბილისში შეხვედრა შედეგება, სავჩენკო ყველა ქართველს, ვინც ეს 700 დღეს მას გულშემატკივრობდა, მადლობას კიევიდან უხდის. 

 

ავტორები: ნოდარ მელაძე, თამარ ნუცუბიძე, არჩილ ჭიჭიბოშვილი.    

დღის ამბები