08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
პოროშენკოს მთავრობა რუსეთის ციხეებში მყოფი უკრაინელების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

ნადია სავჩენკოს შემდეგ უკრაინა რუსეთის ციხეებში მყოფი სხვა უკრაინელების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში კიევს ორ მათგანს, იური სოლოშენკოსა და გენედი აფანასიევს, გადასცემენ. ისინი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. ერთს - ექვსწლიანი, მეორეს კი - შვიდწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს დონეცკსა და ლუგანსკში დაკავებული 25 უკრაინელის გათავისუფლების მიზნითაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები