08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ერაყის არმია ქალაქ ფალუჯაში შევიდა და მისი აღების ოპერაცია დაიწყო

ერაყის არმია ქალაქ ფალუჯაში შევიდა და მისი აღების ოპერაცია დაიწყო. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ქალაქს ბოლო ორი წელია აკონტროლებს. არმია ფალუჯაში სამი მხრიდან შევიდა და ცენტრისკენ მიემართება. ინტენსიური ბრძოლები სამხრეთ რაიონებში მიმდინარეობს. ერაყის არმიამ და შიიტმა მებრძოლებმა ფალუჯაზე შეტევა ერთი კვირის წინ დაიწყეს და მის შემოგარენში რამდენიმე დასახლებაც აიღეს, მოკლეს აი სი სი-ს ერთ-ერთი ლიდერი ჰაჯი ჯამზა, რომელსაც ქალაქის დაცვა ებარა.

დღის ამბები