08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტების შეტევას მსხვერპლი მოყვა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტების შეტევას კვლავ მსხვერპლი მოყვა. მებრძოლებმა ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელ მზვერავთა ჯგუფს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 სამხედრო.

ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბში აცხადებენ, რომ თავდასხმა დონეცკისა და მარიუპოლის მიმართულებით განხორციელდა.

მსხვერპლი მოყვა ანალოგიურ თავდასხმას გუშინ. სეპარატისტებმა ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით უკრაინელი სამხედროების პოზიციები დაცხრილეს.

დღის ამბები