08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
გერმანიაში სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა

გერმანიაში სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ რეგიონში გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია.

60 წლის მამაკაცი მანქანის მიწისქვეშა სადგომზე დაიღუპა, რომელიც წყლით გაივსო. მეორე შემთხვევა კი ქალაქ შვაბიხ გმუნდში მოხდა. მაშველი ერთ-ერთი ადგილობრივის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო და ორივე დაიღუპა.

სტიქიამ ამავე ქალაქში სახლებიც გაანადგურა. ცენტრალურ უბნებში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში 150 კაციანი ბრიგადაა ჩართული.

დღის ამბები