08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
"ვარშავის სამიტის შემდეგ, პოლონეთში გაიზრდება ნატოს ჯარების რაოდენობა" - იენს სტოლტენბერგი

ვარშავის სამიტამდე 1 თვით ადრე ნატოს გენერალური მდივანი პოლონეთის დედაქალაქში ჩავიდა. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ყურადღება გამახვილებული.

სტოლტენბერგმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთში ალიანსი ჯარების რაოდენობას გაზრდის. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სტაბილურობის დაცვაზეც გააკეთა აქცენტი.

"ვარშავის სამიტის შემდეგ, პოლონეთში გაიზრდება ნატოს ჯარების რაოდენობა. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ პოლონეთზე თავდასხმა, არის თავდასხმა ალიანსზე. ჩვენ ასევე განვაგრძობთ სტაბილურობის დაცვას ნატოს საზღვრებს გარეთაც, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპაში," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები