08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
რუსეთში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა - დაღუპულია ორი ადამიანი

რუსეთში 2 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად. შემთხვევა კემეროვოს ოლქში მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია ნგრევის გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის დასრულებულია.

ნანგრევებიდან მაშველებმა მხოლოდ ორი ცხედარი იპოვეს. 5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნგრევის დროს ადგილობრივთა უმეტესობა სახლებში არ იმყოფებოდა. დიდი მსხვერპლის თავიდან აცილებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

დღის ამბები