08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
108 წელი პატიმრობა-29 წლის მამაკაცი მცირეწლოვანების გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს

108 წელი პატიმრობა მცირეწლოვანების გაუპატიურებისთვის - თურქეთის სასამართლომ დევნილთა ბანაკის თანამშრომელი, 29 წლის მამაკაცი 8 სირიელი ბიჭის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. დაზარალებული ბავშვები 8-დან 12 წლამდე ასაკის არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები გაზიანტეპში მდებარე ნიზიპის დევნილთა ბანაკში მოხდა. მსჯავრდებულმა ბრალდება აღიარა და განაცხადა, რომ ბავშვებს ფულს უხდიდა. მისივე ინფორმაციით, ბანაკში მსგავსი შემთხვევები ხშირია და ასეთ ქმედებებში ბანაკში სხვა თანამშრომლებიც არიან ჩართულები.

დღის ამბები