08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
გერმანული პრესა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გაჭიანურების მიზეზებს ასახელებს

გერმანული პრესა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გაჭიანურების მიზეზებს ასახელებს. გამოცემა Die Welt წერს, რომ გერმანიის ხელისუფლებას, მიგრაციის რისკებთან ერთად, ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურების ეშინია. სტატიის თანახმად, ამ საკითხზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზეც ისაუბრა, თუმცა დეპუტატების ნაწილმა აღნიშნა, რომ პრობლემის საჯაროდ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

Die Welt-ის ცნობით, სწორედ ამიტომ გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ მექანიზმზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს. გამოცემის ინფორმაციითვე, ევროკავშირი მანამდე არ დათანხმდება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, ვიდრე ეს მექანიზმი არ ამოქმედდება.

დღის ამბები