08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
BILD: გერმანია უარს ამბობს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებაზე

გერმანული BILD-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - გერმანია უარს ამბობს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებაზე. წერილში აღნიშნულია, რომ უფროდაუფრო მეტი ქართული დაჯგუფება გერმანიაში ძარცვით არის დაკავებული. ამის მიუხედავად კი ევროკავშირი ქვეყანას ვიზალიბერალიზაციას სთავაზობს.  

გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართველი თავშესაფრის მაძიებელი პირები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე მეტ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან.  

“თავშესაფრის ქართველი მაძიებლები იმდენად მყარად არიან ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებში ჩათრეული, როგორც არც ერთი სხვა უცხოელების ჯგუფი. ვიზალიბერალიზაცია ამ კრიმინოგენულ ვითარებას კიდევ უფრო გაამყარებს,”-აცხადებს ექსპერტი არმინ შუსტერი.

გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისიტან-სოციალისტური კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ საფიქრალს გაიჩენს. ამის მიზეზად ისინი ქართველებს შორის კრიმინალის მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ.  

სტატიაში მოყვანილია ციფრებიც. გერმანიის კრიმინალის სამსახურის ცნობით, ქართული მაფია უამრავ დანაშაულთან არის დაკავშირებული. ამ სამსახურის ცნობით, 2015 წელს ბინის ძარცვის 167 ათასი შემთხვევიდან დიდი წილი ქართველებზე მოდის. 

დღის ამბები