08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
"უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში" - სტოლტენბერგი

"მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაპის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,"- ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  გააკეთა. სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტზე მიიწვია. მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს მისიებში მონაწილეობისთვის. სტოლტენბერგის განცხადებით საქართველო ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„საქართველო ატარებს რეფორმებს, ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს ყველაფერი დიდი მნიშვნელობის მატარებელია.  კარგია საქართველოსთვის ვინაიდან ეხმარება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და ინტეგრაციაში. ადრეც ვთქვით, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ბერკეტი. დეკემბერში მინისტერიალზეც განვაცხადეთ, რომ მაპი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. წინასწარ ვერ გეტყვით რას მოისურვებენ ან გადაწყვეტენ სახელმწიფო მეთაურები. მაგრამ იდეა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ბერკეტი და მხარდაჭერა, მაპზე ფოკუსირება არის მიდგომა, რომელსაც ალიანში მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაპის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია-უფრო მეტი ნატო საქართველოში, და უფრო მეტი საქართველო ნატო-ში ორივესთვის მნიშვნელოვანია,“-განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სტოლტენბერგს მიაწოდა ინფორმაცია ქარელის რაიონის საოკუპაციო ბანერების დამონტაჟების შესახებ. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა   ხურჩაში რუსი ჯარისკაცის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე. 

"ვარშავის სამიტის შემდეგ ველით უფრო მეტ ბერკეტს და რესურსს ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის, ველით ასევე თანამშრომლობის გაზრდას, რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილს, გვესმის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარებისა და საერთო ღირებულებებზე ჩვენი ერთგულების მიმართ. ამიტომ შეიქმნა ალიანსი და ჩვენც ამიტომ გვინდა გაწევრიანება. ნატო დამოუკიდებელი ქვეყნების ალიანსია, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მჯერა, რომ სამიტზე ჩვენი ინდივიდუალური მუშაობა ქვეყნებთან გაზრდის საქართველოს როლსა და მნიშვნელობას,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

დღის ამბები