08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ნატო პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტს განათავსებს

ნატო პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტს განათავსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal  ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს. 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან თანხმობა უკვე მიიღო.

კონტინტენტის შემადგენლობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება. თუმცა, გავრცელებული ცნობით, ამ გადაწყვეტილებას ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე გამოაცხადებენ.

ამ დროისთვის პოლონეთში ალიანსის მასშტაბური სამხედრო სწავლება სახელწოდებით "ანაკონდა" მიმდინარეობს. მანევრებში ნატოს 30 ათასზე მეტი ჯარისკაცია ჩართული. 

დღის ამბები