08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ლგბტ საზოგადოების მომხრეთა მსვლელობა კიევში 60-მდე ადამინის დაკავებით დასრულდა

ლგბტ საზოგადოების მომხრეთა მსვლელობა კიევში დაკავებებით დასრულდა. თანასწორობის მარშზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებული იყო, ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და კიევის ცენტრში მსვლელობა მოაწყო. აქციას პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დეპუტატებიც შეუერთდნენ.

მსვლელობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ერთ-ერთ ქუჩაზე რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა მარშის ჩაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა 60-მდე ადამიანი დააკავეს. მარშის მონაწილეთა დასაცავად კიევის ცენტრში 7 ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

დღის ამბები