08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ლოს ანჯელესში გეი აღლუმზე თავდასხმა იგეგმებოდა

თავდასხმა იგეგმებოდა ლოს ანჯელესში გეი აღლუმზე, თუმცა სამართალდამცველებმა მისი აღკვეთა შეძლეს. პოლიციამ ქალაქ სანტა მონიკაში 20 წლის მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც ის აღლუმზე წასასვლელად ემზადებოდა.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში, დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.

თავად დაკავებულმა კი აღიარა, რომ თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. მომხდარის მიუხედავად, აღლუმი ლოს ანჯელესში, გეგმის მიხედვით გაგრძელდა. დაკავებული სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები