08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
"მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ,"-სანდრა კალნიეტი საქართველოზე საუბრობს

კიდევ ერთი შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე-ევრო დეპუტატები ძირითად აქცენტს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე აკეთებენ. ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის სანდრა კალნიეტის თქმით, მათთვის მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ.

“ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესს. მაგრამ უვიზო მიმოსვლის თანაბრად ისინი იმსახურებენ ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს. რაც გულისხმობს, რომ ქვეყანამ უარი თქვას შერჩევით სამართალზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია, რაღა თქმა უნდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა, განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე. ასევე უნდა შეწყდეს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე. მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე საპყრობილეებში რჩებიან. ამის მიუხედავად ევროკავშირმა არ უნდა გადადოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება. უნდა შემოიღოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი და აამოქმედოს, თუ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს,” - განაცხადა  სანდრა კალნიეტემ.   

ევროპარლამენტის კიდევე რთი წევრის ანა ფოტიგას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნონ ნათელი გზავნილი, რომ პოლიტიკური პატიმრების უფლება დაცული იყოს.

“ვიზიარებ ჩემი კოლეგების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოში არსებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი ოპოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა დროა ყურადღება მივაქციოთ პოლიტიკურ საკითხებსაც. ვშიშობ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე სახის ყოყმანი ან გადადება შესაძლოა ძალიან კონტრპროდუქტიული იყოს, ამიტომ სიტუაცია ძალიან ფრთხილად უნდა შევაფასოთ. ვფიქრობ, რომ ყველა პრო-დასავლური პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ერთიანი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას გავუგზავნოთ ნათელი გზავნილი, რომ ოპოზიციის უფლებები დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით კი პოლიტიკური პატიმრების. მაგრამ ამასთან ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური უნდა იყოს" - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე. 

 

დღის ამბები