08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ორლანდოში მომხდარი თავდასხმის გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს

ორლანდოში მომხდარი თავდასხმის გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაადგინა, რომ ომარ მატინი, რომელმაც ღამის კლუბში 49 კაცი მოკლა, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მითითებით არ მოქმედებდა.

გაირკვა ისიც, რომ წარმოშობით ავღანელი მატინი, ამავე ღამის კლუბის ხშირი სტუმარი იყო და სხვა კლიენტებს ის ნასვამ მდგომარეობაში არა ერთხელ უნახავთ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ორჯერ იმყოფებოდა საუდის არაბეთში ჰაჯის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად.

მისმა მეუღლემ კი პოლიციას აცნობა, რომ ღამის კლუბის გარდა ომარ მატინი თავდასხმის მოწყობას დისნეის თემატურ პარკშიც განიხილავდა.

ორლანდოში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დღეს ბარაკ ობამა დაესწრება. ამერიკელებს სოლიდარობას უცხადებენ მთელს მსოფლიოშიც. სიმბოლურად ცისარტყელის ფერებში გაანათეს ეიფელის კოშკი და სიდნეის ხიდი.

დღის ამბები