08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ნატოს თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დახმარების პაკეტი შეათანხმეს

ნატოს თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დახმარების პაკეტი შეათანხმეს. დოკუმენტს საბოლოოდ ვარშავის სამიტზე მიიღებენ.

მეორე დღეა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა, რომელზეც კიევისთვის კომპლექსური დახმარების საკითხი განიხილეს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს პაკეტი უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტური სტრუქტურის შექმნაში დაეხმარება.

იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მინსკის შეთანხმება კვლავ ირღვევა, რუსეთი კი სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობს.

დღის ამბები