08 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
გაერომ "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებები ეთნიკური ეზიდებთან მიმართებაში გენოციდად აღიარა

გაერომ ისლამური სახელმწიფოს ქმედებები ეთნიკური ეზიდებთან მიმართებაში გენოციდად აღიარა. დასკვნა გაეროს სპეციალურმა კომისიამ მოამზადა, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს იძიებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტების ქმედებები სირიასა და ერაყში ეთნიკური ეზიდების წინააღმდეგ მოიცავს მკვლელობებს, სექსუალურ მონობას, წამებასა და სხვა მძიმე დანაშაულებს. კომისიამ დაასკვნა, რომ ტერორისტული დაჯგუფების მიზანი ეზიდების - როგორც ეთნოსის სრული განადგურებაა. გაერო მოუწოდებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რომ ისლამური სახელმწიფოს ტყვეობაში მყოფი 3 ათას ორასზე მეტი ქალი და ბავშვი გაათავისუფლონ. კომისიას მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს უნდა მიმართოს და ISIS-ის მებრძოლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვოს.

დღის ამბები