08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ერაყის სამთავრობო ძალებმა ფალუჯას უდიდესი ნაწილი აიღეს

ერაყის სამთავრობო ძალებმა ფალუჯას უდიდესი ნაწილი აიღეს.

ბაღდადიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ, მის გასათავისუფლებლად ინტენსიური ბრძოლები კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერაყის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, სამხედროები უკვე ქალაქის 80%-ს აკონტროლებენ, მათ შორის მთავარ ადმინისტრაციულ შენობას, რომელზეც ერაყის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

ოპერაციის დროს ერაყის სამთავრობო ძალებს ავიაიერიშებით საერთაშორისო კოალიციაც ეხმარება.  

დღის ამბები