08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ანტიტერორისტული ოპერაცია ბელგიაში - დაკავებულია 12 პირი

მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ბელგიაში. სამართალდამცველებმა ბრიუსელსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში 40 საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ავტოფარეხი გაჩხრიკეს.

რეიდების დროს დაკითხეს 40-მდე ეჭვმიტანილიც, რომელთაგანაც 12 ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიასა და საფრანგეთში ტერაქტების ახალი სერია იგეგმებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბელგიაში წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციები ამ საფრთხეს.

დღის ამბები