08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ბელგიაში საჯარო ღონისძიებებზე უსაფრთხოებას გააძლიერებენ

ბელგიაში საჯარო ღონისძიებებზე უსაფრთხოებას გააძლიერებენ. განცხადება უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა გააკეთა და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

წუხელ სამართალდამცველებმა ბელგიის 16 მუნიციპალიტეტში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. მათ 40 საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ავტოფარეხი გაჩხრიკეს. რეიდების დროს დაკითხეს 40-მდე ეჭვმიტანილიც, რომელთაგანაც 12 ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

ბელგიური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიუსელის ცენტრში, ფეხბურთის გულშემატკივრების თავშეყრის ადგილის მახლობლად შენიშნეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები