08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
კარელიის რეგიონში ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა

კარელიის რეგიონში მდებარე ტბაზე ექსკურსიის დროს ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 11 ბავშვი და ერთი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს კი ამ დრომდე ეძებენ. ჯგუფის 40-მდე წევრი მაშველებმა გადაარჩინეს, ერთმა გოგონამ კი ნაპირამდე მიცურვა თავად შეძლო.

გარდაცვლილი ბავშვები კარელიაში დასასვენებლად იყვნენ ჩასული და მათი ასაკი 15 წელს არ აღემატება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ბანაკის ერთ-ერთი ისტრუქტორი. კატასტროფის გამომწვევ სავარაუდოდ მიზეზად შტორმი სახელდება. კარელიაში ხვალ გლოვის დღეა.

დღის ამბები