08 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ბრიუსელის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბრიუსელის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას შენობის სასწრაფოდ დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც სადგურის ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთა იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის საფრთხეს არ შეიცავდა.

გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები ბელგიის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე მოქმედებს. სადგურის ევაკუაცია მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა.

სამართალდამცველებმა 16 მუნიციპალიტეტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 12 ადამიანი დააკავეს, რომელთაგანაც სამს ბრალი უკვე წაუყენეს, დანარჩენები კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

დღის ამბები