08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ანგელა მერკელი ნატოს სამიტამდე ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ანგელა მერკელი ნატოს სამიტამდე ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

გერმანული მედიის ცნობით, ანგელა მერკელის გარდა, უკრაინისა და რუსეთის პირველ პირებთან მოლაპარაკებების გამართვის სურვილი ფრანსუა ოლანდმაც გამოთქვა.

ბერლინში აცხადებენ, რომ 4 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრა ვარშავის სამიტამდე უნდა გაიმართოს და ეს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის გარდა, ხელს შეუწყობს მინსკის პროცესის გააქტიურებასაც.

პარალელურად, ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივად მოხსნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შესაბამისი ნაბიჯები მინსკის შეთანხმების შესრულების მიხედვით უნდა გადაიდგას.

დღის ამბები