08 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერი მოსახლეობას ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

რეფერენდუმამდე 4 დღით ადრე ბრიტანეთის პრემიერი მოსახლეობას ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. დეივიდ კამერონმა მოსახლეობას BBC-ს ტელე ეთერით მიმართა და შეეცადა სკეპტიკოსები დაერწმუნებინა, რომ ორგანიზაციიდან გასვლა ქვეყნისთვის საზიანო იქნება.

ბრიტანეთის პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა მეტი სიფრთხილით მოეკიდონ იმ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები არიან. კამერონის თქმით, მათი სააგიტაციო კამპანია მცდარ პოზიციებზე და სიცრუეზეა აგებული.

დღის ამბები