08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
შეერთებული შტატების ნაწილი სიცხესა და მისგან გამოწვეულ ტყის ხანძარს ებრძვის

შეერთებული შტატების ნაწილი სიცხესა და მისგან გამოწვეულ ტყის ხანძარს ებრძვის. სიცხემ ლოს ანჯელესის მახლობლად, სან გაბრიელის მთებში ხანძარი გამოიწვია, რის გამოც ასობით ოჯახია ევაკუირებული.

ტყის ხანძარია მექსიკის საზღვარზეც. კალიფორნიის შტატში ქალაქ პალმ დიზერტის შემოგარენში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 50 გრადუსს მიაღწია.

პარალელურად, ნიუ მექსიკოში სიცხის გამო გაჩენილი ცეცხლი თითქმის 7 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. მაღალ ტემპერატურას შაბათ-კვირას 4 ადამიანი უკვე ემსხვერპლა არიზონაში. სიცხეს ებრძვის ნევადის მოსახლეობაც.

დღის ამბები