08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
"ევროპელ ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსი" საქართველოში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებს გმობს

ევროპელ ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსი საქართველოში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ზეწოლას გმობს. ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში შემავალი ალდეს ჯგუფის სპეციალურ განცხადებაში. ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საქართველოს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავეთა დასაკავებლად და მათი მართლმსაჯულებისთვის გადასცემად. 

"ძალადობა ვერ იქნება პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებიც თავს ესხმიან პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს,"- ნათქვამია ევროპელ ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები