08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერს სავარაუდოდ ბორის ჯონსონი ჩაანაცვლებს

დევიდ კამერონს დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე სავარაუდოდ ბორის ჯონსონი ჩაანაცვლებს. ლონდონის ყოფილი მერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ანალიტიკოსების აზრით, ახალი მთავრობის ფორმირება სწორედ ბორის ჯონსონს მოუწევს. მის სახლთან დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

უკმაყოფილო ბრიტანელები ლონდონის ყოფილი მერის სახლთან რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე შეიკრიბნენ და მისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ. ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა 52%-მა დაუჭირა მხარი. ევროკავშირში დარჩენას 48 % მიემხრო.

“შეხედეთ მზე ამოვიდა და ამინდიც კი გაუმჯობესდა დამოუკიდებელ დიდ ბრიტანეთში. ეს არის გამარჯვება რიგითი და ღირსეული ადამიანებისთვის. ეს არის გამარჯვება მსხვილ ბანკებზე, ბიზნესსა და დიდ პოლიტიკაზე. ვამაყობ ყველა იმ ადამიანით, ვისაც ეყო სიმამაცე და ყოველგვარი მუქარის მიუხედავად, სწორი არჩევანი გააკეთა. ევროკავშირი იშლება და კვდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველი აგური გამოვაცალეთ ამ კედელს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროპის სუვერენული სახელმწიფოების ჩამოყალიბების გზაზე, რომლებიც ერთად იქნებიან ვაჭრობაში, იქნებიან მეზობლები და მეგობრები, მაგრამ დროშების, ჰიმნების და უსარგებლო ძველი არ არჩეული პრეზიდენტების გარეშე. ჩვენ ახლა გვჭირდება ახალი მთავრობა, რომელიც გამოიყენებს ბრექსითის შესაძლებლობებს. ჩვენ ახლა ვართ თავისუფლები და შეგვიძლია ვაწარმოოთ საკუთარი გარიგებები და ჩამოვაყალიბოთ ასოციაციები მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარემ ნაიჯელ ფარაჯიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები