08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
რომის პაპმა ერევანში ვიზიტისას სომხების მასობრივ მკვლელობას "გენოციდი" უწოდა

რომის პაპმა ერევანში ვიზიტისას სომხების მასობრივ მკვლელობას "გენოციდი" უწოდა.

იყო მოლოდინი რომ პაპი ერევანში თავს შეიკავებდა კატეგორიული განცხადებებისგან, თუმცა სომხეთის პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსისადმი მიმართვისას, პონტიფიკმა წინასწარ მომზადებულ ტექსტს გადაუხვია.

მასობრივ მკვლელობაზე საუბრისას მან ჯერ სომხური ტერმინი გამოიყენა, შემდეგ კი სიტყვა "გენოციდი" დაამატა.

ამ ფაქტს ოფიციალური ანკარა ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა ერთი წლის წინ, როცა პაპმა ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობა "მე-20 საუკუნის პირველ გენოციდად" მოიხსენია. 

დღის ამბები