08 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას ხელი უკვე 1 მილიონზე მეტმა მოაწერა

გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების თაობაზე პეტიციას ხელი უკვე 1 მილიონზე მეტმა მოაწერა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, უკვე 1 მილიონზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას. საფუძვლად კი რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობას ასახელებენ.

ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს ამ ინიციატივის განხილვა მოუწევს, ვინაიდან, პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები